საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარაოლიმპიელმა ბავშვებმა ქ. ბაქოში წარმატებით იასპარეზეს

აზერბაიჯანის ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, 2018 წლის 13-14 ნოემბერს ქ. ბაქოში გაიმართა ბავშვთა პარაოლიმპიური თამაშები, რომლებშიც მონაწილეობდა საქართველოს ბავშვთა პარასპორტის ასოციაციის ათი პარასპორტსმენი.
სპორტის სამ სახეობაში (მაგიდის ჩოგბურთი, ძალოსნობა, ცურვა), ქართველმა პარასპორტსმენებმა მოიპოვეს ოქროს ორი, ვერცხლის ორი და ბრინჯაოს სამი მედალი. 
საელჩო ულოცავს პატარა პარასპორტსმენებს, მათ მწვრთვნელებსა და მშობლებს ბავშვთა პარაოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მაღალ დონეზე წარმოჩენას და უსურვებს წარმატებს მომავალ ასპარეზობებში.