საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ბაქოს საერთაშორისო ფორუმში

2018 წლის 25-26 ოქტომბერს ქ. ბაქოში გაიმართა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ბაქოს საერთაშორისო ფორუმი - “Strengthening Regional Partnership on Implementation of Sustainable Development Goals”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ.

ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს საუკეთესო პოლიტიკასა და პრაქტიკაზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში, მსოფლიოს ქვეყნების წარმატებებსა და გამოწვევებზე ღია  მმართველობის, კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, სახელმწიფო სერვისებში ინოვაციების დანერგვის, კონფლიქტების მოგვარებისა და მდგრადი მშვიდობის შენარჩუნების საკითხებში.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ ხანმოკლე შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ინამ ქერიმოვთან და ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან მუხტარ ბაბაევთან.