საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ხალაფ ხალაფოვთან

2018 წლის 11 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბატონ ხალაფ ხალაფოვთან.

შეხვედრის დასაწყისში, ხ. ხალაფოვმა მიულოცა ზურაბ პატარაძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ  აზერბაიჯანი და საქართველო წარმოადგენენ მეტად მნიშვნელოვან პარტნიორებს, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების წარმატებით განვითარებას, რაშიც დიდ როლს თამაშობს ორმხრივი, მაღალი დონის ვიზიტები.

საქართველოს ელჩმა მიულოცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კასპიის ზღვის ახალი სამართლებრივი სტატუსის შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და კონვენციის ხელმოწერა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ხალაფ ხალაფოვს  გულთბილი მიღებისთვის. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას  ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.