საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ქ. ბაქოში ნახიჭევანის ა/რესპუბლიკის წარმომადგენელთან ბატონ ბახტიარ ასკეროვთან

2018 წლის 13 სექტემბერს  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ქ. ბაქოში ნახიჭევანის ა/რესპუბლიკის წარმომადგენელთან ბატონ ბახტიარ ასკეროვთან.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაძმობილებული რეგიონების - აჭარის ა/რესპუბლიკასა და ნახიჭევანის ა/რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მნიშვნელოვან ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის წარმატებული თანამშრომლობა კიდევ ერთ მძლავრ იმპულსს შესძენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს. ასევე, შეხვედრაზე განხილული იყო და კმაყოფილებით აღინიშნა ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენციის თაობაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აჭარისა და ნახიჭევანის ა/რესპუბლიკებს შორის არსებული თანამშრომლობის  გაგრძელებასა და კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე.