საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ სამედ სეიდოვთან

2018 წლის 13 სექტემბერს  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ სამედ სეიდოვთან.

შეხვედრის დროს, მხარეებმა ისაუბრეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე.  აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის არსებული მაღალი დონის შენარჩუნება და კიდევ უფრო განვითარება. 

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ბატონ სეიდოვს შეხვედრისთვის და მიულოცა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის  100 წლის იუბილე.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ  საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს. სატრანსპორტო სფეროში ორი ქვეყნის მიერ განხორციელებულ პროქტებს აქვს დიდი მნიშვნელობა ევროპისა და აზიის მასშტაბით. ყველა ამ პროექტის რეალიზებაში აქტიურად თანამშრომლობენ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მხარეებმა დამატებითი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოსავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიმართულებით.  შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს ძალზედ დიდი მიღწევები რეგიონულ პროექტებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტთაშორისო დონეზე არსებული თანამშრომლობის  კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში.