საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

5-8 ივლისს ქ. ბაქოს ვიზიტად ეწვია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა თავაძე.

2018 წლის 5-8 ივლისს  აზერბაიჯანის  რესპუბლიკის საკონსტიტუციო  სასამართლოს მოწვევით, ქ. ბაქოს ვიზიტად ეწვია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა თავაძე; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში და საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ბატონი გიორგი  პაპუაშვილი.

ქართული დელეგაციის ბაქოში სტუმრობის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო კონფერენციაში „კანონის უზენაესობა და კონსტიტუციური სამართალი: ღირებულებები და გამოწვევები“ მონაწილეობის მიღება. კონფერენცია მიძღვნილი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილისადმი.