საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მ. წ. 25 ივნისს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ბ-ნი ალი ახმედოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბ-ნი თეიმურაზ შარაშენიძე. 
ღონისძიების ფარგლებში, მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, ბ-ნმა თეიმურაზ შარაშენიძემ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს.
ღონისძიებამ ჩაიარა ქართული ცეკვისა და სიმღერის ფონზე, რომელსაც წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ და ანსამბლი „შვიდკაცა“.