საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აჭარის ა/რ-ის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის სულხან ღლონტის სამუშაო შეხვედრები ქ.ბაქოში

ა.წ 21 ივნისს, ქ. ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდნენ აჭარის ა/რ-ის ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის ხელშეწყობის სამსახურის უფროსი მიხეილ კოპლატაძე. საელჩომ ორგანიზება გაუწია აჭარის ა/რ-ის დელეგაციის შეხვედრებს აზერბაიჯანის პოპულარული ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთან (ATB, XAZAR, AZTV).

შეხვედრების მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო აჭარის ა/რ-ის ტურისტულ პოტენციალს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა აზერბაიჯანში აჭარის ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად წარმოჩენის მიზნით. მხარეები შეიმუშავებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმას აზერბაიჯანულ მედიაში აჭარის საკურორტო ზონების შესახებ რეკლამების განთავსებისა და ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის აჭარის რეგიონში მედია-ტურების ორგანიზების მიზნით.