საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ბატონი გივი მიქანაძის ვიზიტი

მიმდინარე წლის 4 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ბატონი გივი მიქანაძის ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში ბატონმა მიქანაძემ შეხვედრა გამართა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, მილი მეჯლისის აპარატის უფროსთან ბატონ საფა მირზოევთან. შეხვედრის დროს, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო უწყებებს შრის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და აღნიშნეს, რომ აუცილებელია არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება. ბატონმა მიქანაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა მიიწვია საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პარლამენტთა აპარატების უფროსების კონფერენციაზე. შეხვედრის დროს, მხარეები შეთანხმდნენ რომ ორი ქვეყნის პარლამენტის აპარატებს შორის გაფორმდეს ურთიერთგაგების მემორანდუმი.