საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბ-ნი ილჰამ ალიევი გამოცხადდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად

17 აპრილს გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელზეც დამტკიცდა 2018 წლის 11 აპრილის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგების ამსახველი ცესკო-ს ოქმი. პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ფარხად აბდულაევმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, განიხილა და შეამოწმა ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი საბოლოო ოქმი კენჭისყრის შედეგების შესახებ. მისივე განცხადებით, ცესკო-ს ოქმი შედგენილია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად. გუშინვე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გამოაცხადა კენჭისყრის შედეგები, რომელიც დაამტკიცა პლენუმმა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ფარხად აბდულაევმა განაცხადა, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ბ-ნი ილჰამ ალიევი ითვლება აზერბაიჯანის რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტად, მან მოაგროვა ამომრჩეველთა ხმების 86,2 %, გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

დღეს,18 აპრილს მილი მეჯლისში გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბ-ნი ილჰამ ალიევის ინაუგურაციის ცერემონიალი.

ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, დღეიდან უფლებამოსილება შეუწყდა აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობას.

უხლოეს მომავალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი წარმოადგენს მთავრობის ახალ კაბინეტს.