საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აფხაზეთის ა/რ-ის სახელმწიფო კაპელას სოლო-კონცერტი ქ. ბაქოში

3 დეკემბერს, ქ. ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში, სამხატვრო ხელმძღვანელის ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა აფხაზეთის ა/რ-ის გ. ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელას სოლო-კონცერტი.

კონვერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ.

კონცერტს ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე სევდა მამედალიევა, ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და აზერბაიჯანის კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

სახელმწიფო კაპელა, რომელიც ახლახანს დაბრუნდა წარმატებული ევროპული ტურნედან,  მსმენელთა წინაშე წარსდგა არანჟირებული ქართული და უცხოური კომპოზიციებით, რამაც დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება.