საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან

2 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანში სამუშაო მივლინებით მყოფ, საქართველოს რიგი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან.
. პატარაძე, „მრგვალი მაგიდისფორმატში, მოწვეულ სტუმრებს ესაუბრა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა სფეროში, ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით კავშირების გაღრმავების თაობაზე.

შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების კუთხით, სტუდენტები დაინტერესდნენ სხვადასხვა თემატიკით. საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: შპს სასწავლო ცენტრის "მილენიუმი", ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის, ახალი უმაღლესი სასწავლებლისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.