საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ვიცე-სპიკერთან ბახარ მურადოვასთან.

26 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის ვიცე-სპიკერთან ბახარ მურადოვასთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს  საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, აგრეთვე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა საპარლამენტთაშორისო ფორმატებში.