საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა კავკასიის მუსულმანთა სამმართველოში

20 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს თავმჯდომარესთან შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს 14-15 ნოემბერს ქ. ბაქოში გამართული მსოფლიო რელიგიურ ლიდერთა II სამიტის მნიშვნელობის შესახებ. კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის. შეხვედრის დასასრულს, ზურაბ პატარაძემ, კიდევ ერთხელ მიულოცა ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს დაბადების 70-ე და კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს თავმჯდომარედ არჩევის მე-40 წლისთავის საიუბილეო თარიღი და გადასცა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საჩუქარი, აგრეთვე საელჩოს სახელით, უსახსოვრა „ვეფხისტყაოსანი“.