საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დოკუმენტური ფილმი ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო დერეფანზე

აზერბაიჯანში მაღალ რეიტინგული ტელე-კომპანია CBC შეუდგა სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის გადაღებას ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით, სადაც ასახული იქნება პროექტის შექმნისა და განხორციელების ისტორია.

ამ მიზნით, 19 ნოემბერს საქართველოს ელჩს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ტელე-კომპანიის გადამღებმა ჯგუფმა. ზურაბ პატარაძემ ისაუბრა აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე, ტვირთბრუნვის ზრდის პერსპექტივებზე, ფართომასშტაბიანი პროექტის ეკონომიკურ ასპექტებზე, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებზე.