საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მსოფლიო რელიგიური ლიდერების II სამიტი

14-15 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა მსოფლიო რელიგიური ლიდერების ბაქოს მე-2 სამიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ რელიგიური ლიდერები მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან. საქართველოდან, აღნიშნულ ფორუმს ესწრებოდა საპატრიარქოს დელეგაცია. სამიტის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე.

საერთაშორისო ღონისძიების მიმდინარეობის ფარგლებში, წაკითხული იქნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისასალმებელი წერილები სამიტის მონაწილეებისადმი. საქართველოს პრეზიდენტის მისასალმებელი წერილი დამსწრე საზოგადოებას გააცნო ელჩმა ზურაბ პატარაძემ.