საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მთავრობის საჩუქარი ქ. კახის ქართულ საბავშვო ბაღებს

4 ოქტომბერს, კახის რაიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სახელით, აგრეთვე საჩუქრები გადაეცა ქ. კახის რაიონის სოფ. ალიბეგლოს ქართულ საბავშვო ბაღს და ქ. კახის ქართულ ბაგა-ბაღს. საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ პატარებს დაურიგა სხვადასხვა სახის შემეცნებითი თვალსაჩინოებები, სახატავი ალბომები, გასაფერადებელი კომპლექტები და ნუგბარი.