საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი მოზარდების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

10 აგვისტოს . ბაქოში ოფიციალურად დასრულდა 31- მსოფლიო ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 86 ქვეყნის 350-მდე წარმომადგენელი. ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია კომპიუტერული მეცნიერებისა და საგანმანათლებლო სფეროში.
ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ხელმძღვანელობდნენ გიორგი მანდარია და ზაზა გამეზარდაშვილი, გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ბაქარ გამეზარდაშვილი, დავით ხვედელიძე, ნიკოლოზ ბირკაძე და თეიმურაზ თოლორაია.
კონკურსანტებს დავალებული ჰქონდათ, გარკვეული დროის განმავლობაში, რაც შეიძლება სწრაფად ამოეხსნათ რამდენიმე ალგორითმული ამოცანა. ორი ტურის შედეგად, ოქროს მედალი მოიპოვა ნიკოლოზ ბირკაძემ, რომელიც ასევე შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულია და ოქროს მედალი აქვს აღებული. თეიმურაზ თოლორაიამ და ბაქარ გამეზარდაშვილმა მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები
საელჩო ულოცავს ქართველ მოზარდებს, პედაგოგებს და მშობლებს ამ დიდი წარმატებას და საქართველოს გუნდს უსურვებს გამარჯვებას მომავალ წელს სინგაპურში დაგეგმილ ოლიმპიადაზე.