საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი მოზარდები ქ. ბაქოს საერთაშორისო ოლიმპიადაზე

5 აგვისტოს ქ. ბაქოში სტარტი აიღო 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადამ ინფორმატიკაში, რომელშიც 90-მდე ქვეყნის მოზარდებთან ერთად, მონაწილეობას იღებს საქართველოს ოთხი წარმომადგენელი. 6 აგვისტოს გაიმართა შეჯიბრის პირველი ტური, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდება სამი ტურის შედეგად დაგროვილი ქულების შესაბამისად. აღნიშნულ ღონისძიებას აზერბაიჯანის დედაქალაქი უმასპინძლებს 5-10 აგვისტოს პერიოდში.
საელჩო უსურვებს წარმატებებს საქართველოს გუნდს საერთაშორისო ოლიმპიადაზე.