საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩს ზურაბ პატარაძეს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა „აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“

17 ივლისსაზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ელჩს ზურაბ პატარაძეს. აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში, . პატარაძემ ისაუბრა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების, მსოფლიო მნიშვნელობის ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების, აგრეთვე ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის  გაღრმავების პერსპექტივების შესახებ. ინტერვიუში, ზ. პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე და ერთობლივი კომისიის მუშაობის მიმდინარეობაზე.