საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ვოკალისტთა გალა-კონცერტი

2019 წლის 6 თებერვალს ქ. ბაქოს სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ვოკალისტთა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკალური თეატრისა და კვარტეტის „ნოტა“ მომღერლები. ქართველმა ვოკალისტებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი რეპერტუარი, როგორც საოპერო ხელოვნების ნიმუშები ასევე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების თანამედროვე კომპოზიციები.

საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის მიწვევით, გალა-კონცერტს ესწრებოდნენ ქ. ბაქოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები.  კონცერტის დასასრულს, საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს კონცერტის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის და  ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ვოკალისტებს მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის. ზ. პატარაძემ აგრეთვე ისაუბრა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. მან აღნიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას მრავალრიცხოვანი კულტურული სახის ღონისძიებების ორგანიზების მიზნით ორივე ქვეყანაში. ქართველი ვოკალისტების შესრულებულ სიმღერებს დიდი მოწონებით შეხვდა აზერბაიჯანული პუბლიკა და გალა-კონცერტი გაშუქდა  ადგილობრივ მედიაში. კონცერტის დაწყებამდე, საქართველოს ელჩს ზურაბ პატარაძეს ექსკლუზიური ინტერვიუები ჩამოართვეს ტელეკომპანიებმა „AzTv და „CBC.