საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ბელაქანისა და ზაქათალის რაიონებში

2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში. საქართველოს ელჩს რეგიონში ვიზიტისას ახლდნენ გენერალური კონსული . განჯაში მამუკა ბალავაძე და საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ოფიციალური შეხვედრები სამივე რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა მომოიხილეს ქვეყნებსა და რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. აგრეთვე, სამივე რაიონში, საქართველოს ელჩმა და თანხმლებმა პირებმა მოინახულეს ქართველებით კომპაქტურად დასახლებული სოფლები, ქართული და ქართულ-აზერბაიჯანული შერეული სკოლები, საბავშვო ბაღები და გაეცნენ სასწავლო პროცესს
რეგიონში ყოფნისას, ელჩი და თანმხლები პირები ეწვივნენ მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებს, გამართეს შეხვედრები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსთან მეუფე დიმიტრისთან, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვართან მამა პეტრესთან, ადგილობრივ მრევლსა და დიასპორის წარმომადგენლებთან
ვიზიტის მსვლელობისას, საელჩომ განახორციელა ჰუმანიტარული აქცია - სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს საჩუქრად გადაეცათ საკანცელარიო ნივთები, სპორტული ინვენტარი და საბავშვო სათამაშოები, ხოლო მოსახლეობას - პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი.