საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან აბულფას გარაევთან

21 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან აბულფას გარაევთან.

შეხვედრის დროს, მხარეების მიერ აღინიშნა, რომ კულტურის სფეროში მიღწეული წარმატებები განპირობებულია ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში ამოყალიბებული კეთილმეზობლური და კეთილმეგობრული ურთიერთობების საფუძველზე. გამოითქვა იმედი, რომ კულტურის სფეროში არსებული თანამშრომლობის აქტიური დინამიკა შენარჩუნდება მომავალშიც.

შეხვედრის დროს, მხარეების მიერ დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ წლის განმავლობაში, გაიმართოს აზერბაიჯანის და საქართველოს კულტურის დღეები.