საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2010 წელს აზხერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტები:

  • 18 19 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპულიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ კულტურულ სფეროებში. იმსჯელეს კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტური კერების ირგვლივ არსებული ვითარებისა და საერთაშოსო ორგანიზაციებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.

  • 1 4 თებერვალს, ქ. ბაქოში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია საქართველოს უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორის, „კავკასიის მეგობრობის ასოციაციის“ პრეზიდენტის პროფესორ გიული ალასანიას ხელმღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში, გიული ალასანიას გადაეცა მსოფლიოს აქტიურ მოღვაწე ქალთათვის დაწესებული სახელობითი ორდენი, ასევე, მიანიჭეს „ოდლარ იურდუ“ ს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

  • 8 თებერვალს,  ქ. ბაქოში, კომპანიამ „RAKIA Georgia“  და „საქართველოს ბანკმა“ აზერბაიჯანელი ბიზნესმენებისთვის გამართეს ერთობლივი ღონისძიება. წარმოადგინეს პრეზენტაციები „ფოთის ინდუსტრიულ ზონასა“ და ბანკის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის მიზანს წარმოადგენდა „ფოთის ინდუსტრიულ ზონაში“ აზერბაიჯანული კომპანიების მოზიდვა.  საგულისხმოა, რომ დღევანდელ ეტაპზე, ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულია სამი აზერბაიჯანული კომპანია. „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელებმა თანამშრომლობა შესთავაზეს აზერბაიჯანის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, ასევე, გამოხატეს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში მათი ბიზნეს საქმიანობისთვის საჭირო საწყისი კაპიტალის, ე.წ. „start up“ 50%-იანი თანადაფინანსებასთან დაკავშირებით.

  • 25 თებერვალს, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრის ქამალადინ ჰეიდაროვის მოწვევით, ქ. ბაქოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მინისტრი ივანე მერაბიშვილი. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. შეხვედრის მიმდინარეობისას, განიხილეს საქართველო აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, ისაუბრეს ქვეყნების შინაგან საქმეთა უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ.

  • 21-22 თებერვალს, ქ. ბაქოს ეწვია შპს-ის „მარაბდა-კარწახი“ დელეგაცია, დირექტორის ბიძინა ბრეგაძის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს, რკინიგზისა და „გზების მომსახურების“ დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის მიმდინარეობა, პროექტის დაფინანსებისა და სხვა ტექნიკური საკითხები. უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის ფარგლებში, მიღწეულ იქნა შეთანხმება ახალქალაქში ასაშენებელი გორგორწყვილების შესაცვლელი სადგურის პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

  • 25 26 აპრილის პერიოდში, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ვერა ქობალიას ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს, ტრანსპორტის მინისტრს ზია მამედოვს და კულტურისა და ტურიზმის მინისტრს აბულფაზ გარაევს. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელი ეწვია ქ. ბაქოში, TBC ბანკის ფილიალს “TBC კრედიტს”. ასევე, ბაქოს ბიზნეს ცენტრში, აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის (AZPROMO) ორგანიზებით, გაიმართა ბიზნეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდა ადგილობრივი კომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების 50 მდე წარმომადგენელი. ფორუმის მსვლელობისას, ქართულმა მხარემ წარმაოდგინა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების თაობაზე.

  • 29 აპრილს, ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ახლდნენ: პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრთან ფიკრეტ მამედოვთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან რამიზ რზაევსა და გენერალურ პროკურორთან ზაქირ გარალოვთან.

  • 16 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, აგრეთვე, თავდაცვის მინისტრთან საფარ აბიევსა (ერთი ერთზე და გაფართოებული შემადგენლობით) და თავდაცვითი მრეწველობის მინისტრთან იავერ ჯამალოვთან. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის კავშირ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში. ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები თავდაცვისა და სამხედრო ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ. მოლაპარაკებებისას, აგრეთვე, განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტების ირგვლივ არსებული ვითარება, ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები.

  • 16 17 მაისს, ბაქო თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, ქ. ბაქოს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს დელეგაცია, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით. რ. ნიკოლაშვილი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების თაობაზე.  ქართული დელეგაცია შეხვდა ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს სამირ შარიფოვს. ხელი მოეწერა ოქმს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის “საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის “ბაქო-თბილისი-ყარსის” ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში, მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ”.

  • 7 10 ივნისს, ქ. ბაქოში გაიმართა მე 18 საერთაშორისო გამოფენა კონფერენცია ”კასპიის ნავთობი და გაზი, ნავთობგადამუშავება და ნავთობქიმია”. კონფერენციაში მონაწილეობდა 40 მდე ქვეყნის 150 მდე წარმომადგენელი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. დელეგაციაში, ასევე, შედიოდნენ ამავე სამინისტროსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები.

  • 1 ივლისს, ქ. ბაქოში შედგა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მსვლელობისას, მხარეებმა “ბაქო თბილისი ყარსის” პროექტის რეალიზაციის ფარგლებში, ხელი მოაწერეს ახალი საკრედიტო შეთანხმებას. ვიზიტისას, ასევე, გაიმართა პროექტის რეალიზაციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მე 11 სხდეომა. სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, ტრანსპორტის მინისტრი ბ-ნი ზია მამედოვი. მხარეებმა განიხილეს 2011 წლის განმავლობაში, პროექტის რეალიზაციის მიზნით ჩატარებული სამუშაოები და ასევე, იმსჯელეს მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთზე განსახორციელებელ სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური საკითხის შესახებ.